თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს მორიგ სტატიას: დომინანტური მზერა - აზერბაიჯანელი თემი. „რამდენიმე სახის მზერა არსებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ამ ჯგუფს მიაჩნია, რომ თანასწორი ხარ, უბრალოდ ისიც იციან, რომ მათთან შედარებით დაბრკოლებები შეიძლება გქონდეს, მაგალითად, ქართული ენა არ იცოდე და ეს პრობლემებს შეიძლება გიქმნიდეს, მაგრამ მათი აზრით, ეს განსხვავებები მხოლოდ გადალახვადი ბარიერია.
არის მეორე, უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. მათი აზრით, შენ არათანაბარი და არასრულფასოვანი მოქალაქე ხარ, სტუმარი ხარ და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან ასოცირდები. ამიტომ მუდმივად გეკითხებიან, „არ ფიქრობ დაბრუნებაზე?“ მაშინ, როცა აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილის წინაპრები აქ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ და ჩვენი სამშობლო საქართველოა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)