თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს ბლოგპოსტს: ბანანის კონსპირაციების დროის ხაზი: ებოლადან კორონავირუსამდე.
„კორონავირუსის აღმოჩენას და მისი გავრცელებით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დეზინფორმაციისა და კონსპირაციების ახალი ტალღა მოჰყვა. საქართველოში ფეისბუკის მესენჯერით გავრცელებული ერთ-ერთი კონსპირაცია ბანანს უკავშირდებოდა. სქრინი, რომელიც ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა, იუწყებოდა, რომ კორონავირუსს სხვადასხვა ქვეყნებში ბანანის მეშვეობით ავრცელებდნენ. გვერდის მტკიცებით, მათ მესენჯერით მსგავსი შეტყობინება 50-ზე მეტჯერ მიიღეს.
კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმებიდან - ცხოველებიდან - გავრცელდა და რაიმე მტკიცებულება, რომ ის ბანანით ან სხვა საკვებით გადადის, ჯერ არ გამოვლენილა. ამასთანავე ბანანი წლებია სხვადასხვა კონსპირაციების წყაროა და მას ხან ებოლას, ხან შიდსის და ღორის გრიპის გავრცელებას წყაროდ ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე აუსაფუძვლოდ ასახელებენ“, ნათქვამია პოსტში.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)