თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გიორგი რურუას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით.
„„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)