თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი პირის ოჯახის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
„საქმის განხილვა სასამართლოში 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვერ შეასრულეს კანონით მათთვის დაკისრებული ვალდებულება დაეცვათ მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სტიქიური უბედურების დროს, რასაც მოჰყვა პირის გარდაცვალება“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)