თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
„ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია, რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მუშაკების ზემოთნახსენებ კოლექტიურ დავაში და ნაწილი მათგანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაფიცვის ორგანიზებასა და საჯარო პროტესტის გამოხატვაში, რაც აჩენს ეჭვს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები სწორედ პროტესტის გამო დაისაჯნენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)