თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას დისკრიმინაციის აკრძალვის და პრევენციის შიდა დოკუმენტის შემუშავება დაევალათ.
„27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ,,იდენტობას“ მიმართ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ განახორციელეს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)