თბილისი. 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ანგარიშის „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მომზადდა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამართალწარმოება გამოხატვის თავისუფლებისთვის” ფარგლებში.
„ანგარიში მიზნად ისახავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობის სისტემატიზირებულ ანალიზს. ფაქტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში. ტენდეცია აჩვენებს, რომ ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ, სასამართლოს გადაწყვეტილებების გზით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)