თბილისი. სექტორ 3-ში (გ. ჭოხონელიძის #5) აშშ-ს საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორ თეა კუჭუხიძესთან, დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივან სოფიო ბერიშვილთან და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ჭელიძესთან ერთად გაიმართება შეხვედრა თემაზე: როგორ მოვიპოვოთ სტიპენდია საზღვარგარეთ სწავლისთვის.
„როგორ მოვიპოვოთ სწავლისთვის გრანტი და დაფინანსება, რა საერთაშორისო შესაძლებლობებს გვთავაზობს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, როგორ უწყობს ხელს განათლების საერთაშორისო ცენტრი სტიპენდიების მოპოვებას - ამ და ბევრ საინტერესო შესაძლებლობაზე პარასკევ საღამოს გაიგებთ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)