en
ge

სსო-ების მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ

სსო-ების მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ მიმართვას უგზავნიან.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებები თანდათანობით შეიზღუდა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ისინი კი, ვინც შეზღუდვების წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, დე ფაქტო მთავრობების დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. არცთუ ისე იშვიათია ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევებიც, მათ შორის, უკანონო პატიმრობა და სიცოცხლის ხელყოფა. ამას ადასტურებს დავით ბაშარულის (2014 წ.), გიგა ოთხოზორიას (2016 წ.), არჩილ ტატუნაშვილის (2018 წ.) და ირაკლი კვარაცხელიას (2019 წ.) გარდაცვალების საქმეები.

შესაბამისად, მოგიწოდებთ გაზარდოთ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)