თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დღემდე სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს NDI-ს და CRRC-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები[7]. სახელმწიფოს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღის წესრიგიდან მუდმივად განდევნის საზოგადოებრივ ინტერესს და ჩვენს ყოველდღიურობას კერძო ინტერესსა და მათი მოგების ზრდის მიზანს უქვემდებარებს, წარმოქმნის ეკონომიკური უთანასწორობის იმ მასშტაბებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბისთვისა და დაუცველობისთვის სწირავს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)