თბილისი. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი აქვეყნებს ეკოფაქტის ინფოგრაფიკას: შუშა წარმოადგენს მასალას, რომელიც სრულად გადამუშავდება.
მოქალაქე შემგროვებელ კონტეინერში ათავსებს შუშის ბოთლებს, ქარხანაში კი მათ რეცხავენ, ფერების მიხედვით ახარისხებენ, ამსხვრევენ და ხელახლა ადნობენ, რომ ისევ ჩამოისხას ახალი ქილები/ბოთლები. ინფოგრაფიკის აღწერაში ნათქვამია, რომ შუშის გადამუშავება მრავალჯერადად არის შესაძლებელი - შეიტანე შენი წვლილი ნარჩენების შემცირებაში.
წყარო: ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)