en
ge

„გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

„გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

თბილისი. 5 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების, ბონდო თევდორაძის, ანზორ გუბაევისა და ხათუნა ბერიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა. „მოსარჩელეები არიან ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები პირები, რომელთა მიმართაც ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 14 აგვისტოს, აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ მიმდინარეობის დროს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ოქმების შედგენის საფუძველი გახდა მოსარჩელეთა მიერ შპს „რეზიდენსის“ ტერიტორიასთან შეკრების მიმდინარეობისას აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადამეტება. ხმაურის ნორმების გადამეტება დასჯადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლით. თუმცა, ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება შეკრებისა და მანიფესტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე.

სრულად... 

წყარო: gyla.ge სამართალი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023