თბილისი. IRCT-ის 2020 წლის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გრძელდება.
„ღონისძიებაზე დასასწრებად და აბსტრაქტის წარსადგენად გადადით ბმულზე და გაეცანით დეტალებს. შეგახსენებთ, რომ სიმპოზიუმი IRCT-ისა და GCRT-ის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე წლის 5-7 ოქტომბერს ჩატარდება. 8-9 ოქტომბერს კი გენერალური ასამბლეა გაიმართება. სიმპოზიუმის თემაა „უკიდურესობის გადალახვა - ცხოვრება წამების შემდეგ“. სიმპოზიუმი მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ უახლეს სამეცნიერო კვლევებს და მხარი დაუჭირონ გლობალურ, რეგიონალურ და ლოკალურ სტრატეგიულ პრიორიტეტებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)