აჭარა. 7 თებერვალს, 11:00-დან 17:00-ამდე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ბათუმის ახალი მეჩეთის სივრცეში ადგილობრივ თემს სთავაზობს უფასო იურიდიულ და სოციალურ კონსულტაციებს მათთვის პრობლემატურ საკითხებზე.
„მათ შორის, სოციალური დაცვის, რელიგიის თავისუფლების, გარემოს დაცვის, განათლების უფლების, დისკრიმინაციის საკითხებზე. ადგილზე იურიდიული და სოციალური კონსულტაციების გარდა, EMC შეეცდება, რომ თემისგან მოსმენილი საჭიროებები და წუხილები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გაუზიაროს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)