სამეგრელო. ზუგდიდში სოციალურ კაფე „მეგობარში“ სასწავლო პროგრამების ღია კარის დღე და პრეზენტაცია გაიმართა. USAID Zrda-ს მხარდაჭერით, კოლეჯი „ახალი ტალღა“ ახალ სასწავლო პროგრამას ახორციელებს.
„ახალი სასწავლო კურსები ანაკლიასა და ზუგდიდში 17 თებერვალს დაიწყება და ოთხ თვემდე ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამებს მოიცავს. სასწავლო კურსებზე დარეგისტრირება შესაძლებელია 6, 7 და 10 თებერვალს, 12:00-16:00 საათზე, ზუგდიდის ტექნო-პარკში (ლაღიძის ქ. 2), პროფორიენტაციის ფარგლებში. ახალი საგანმანათლებლო კურსები მოიცავს შემდეგ სპეციალობებს: ბართენდერის პროგრამა, მზარეულის ასისტენტის სპეციალობა, რესტორნის მენეჯმენტის პროგრამა, სასტუმროში მიღება განთავსების სპეციალობა, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის პროგრამა“, ნათქვამია USAID Zrda-ს გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)