სამცხე-ჯავახეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
„შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, მოსწავლეები და დიასახლისები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ“, ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)