თბილისი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი) საქმეზე - „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ“. მოპასუხე სახელმწიფოს მოსარჩელისათვის არამატერიალური ზიანის გამო, 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმის გამოძიებას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)