თბილისი. EWMI Access-ის ინფორმაციით, სულ მალე წნორში ცოდნის კაფეს მშენებლობა დაიწყება.
„ცოდნის კაფე/Knowledge Cafe-ს გუნდი მშენებლობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად სხვადასხვა სამოქალაქო კამპანიასა და აქტივობას ატარებს. EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ბოლო თვეებში კაფის ასაშენებელი კამპანია უფრო გააქტიურდა და მრავალფეროვანი გახდა, რის შედეგადაც 26,528 ლარის შეგროვება მოხერხდა. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში მცირეოდენი წვლილი ჩვენც შევიტანეთ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)