აჭარა. 6 თებერვალს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში კედელი მოხატა. სტრიტ არტი, ანუ იგივე ქუჩის ხელოვნება - გარემოს დაცვის თემას ეხმიანება.
„მისი მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ნარჩენების ეფექტიანი მართვისა და შემცირების შესახებ. სტრიტ არტის შემსრულებელი მხატვარი, მარიამ რამიშვილია. პროექტი „ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით“, ნათქვამია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)