კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიზნით დაწყებული პროგრამის ფარგლებში, საფრთხეების ზონირების რუკები მომზადდება საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის, კერძოდ: ენგური; ჭოროხი-აჭარისწყალი; ხობისწყალი; სუფსა; ნატანები; კინტრიში; რიონი; მტკვარი; ხრამი-ქცია; ალაზანი; იორი. „ზონირების რუკების შექმნისთვის აუცილებელია მდინარეების აუზების შეფასება, რაც ისტორიული მონაცემების დამუშავებას, საველე გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებს, ბუნებრივი საფრთხეების იდენტიფიცირებას, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს.
ზონირების შედეგად გამოიყოფა მაღალი, საშუალო და დაბალი საფრთხის ზონები“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)