თბილისი. კოალიცია მედია ადოკატირებისათვის „TV პირველის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს საგანგაშოდ მიიჩნევს.
„„TV პირველის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია, რადგან ასევე კრიტიკული მდგომარეობაა სხვა დამოუკიდებელი მედიამენეჯერების და დამფუძნებლების საქმიანობის თავისუფლების შემთხვევებშიც. დამოუკიდებელი მედია ერთ - ერთი აუცილებელი და საიმედო ინსტრუმენტია დემოკრატიის განვითარებისათვის ნებისმიერ ქვეყანაში. ადამიანების უფლებების დაცვის გარანტიები მხოლოდ სიტყვის თავისუფლებით შეიძლება შენარჩუნდეს, ხელისუფლება კი ვალდებულია მოქალაქეებს და ორგანიზაციებს შეუქმნას თავისუფალი არსებობისთვის საჭირო ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობა. განსაკუთრებული გამოწვევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის და ჟურნალისტების საქმიანობის თავისუფლების უზრუნველყოფა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სწრაფი და ობიექტური გამოძიებით შეაჩეროს მედიის თავისუფლებისათვის შექმნილი რისკები“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)