თბილისი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია ჰააგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევ პროცესს აკრიტიკებს.
„მივმართავთ პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის სამინისტროს: -გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა ჰააგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით; -საქართველოს კოალიციის მოსაზრებების გათვალისწინებით და საზოგადოების, მათ შორის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით მიიღოს ახალი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს კანდიდატის შერჩევის ღია, გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალკვალიფიციური კანდიდატის ნომინირებას“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)