თბილისი. 10 თებერვალს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) გამართა პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საჯარო სკოლებში“ შემაჯამებელი ღონისძიება.
"პროექტის მიზანი იყო საჯარო სკოლებში უსაფრთხოების ხარისხის ზრდა.
7 თვის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ მოსამართლეებს და დაესვათ მათთვის სასურველი კითხვები. ჯამში პროექტს 200 მონაწილე ჰყავდა რომელთაგან 100 მოსწავლე, 50 მშობელი და 50 მასწავლებელი იყო.
პროექტის ფარგლებში მოხდა 150-ე საჯარო სკოლის შეფასება, სადაც შეფასებულ საკითხებს შორის არის სკოლის ნორმები და ღირებულებები, უსაფრთხო გარემო, მანდატურების როლი, ბავშვის აზრის გათვალისწინება, ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება, გუნდური მუშაობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სკოლის შეფასებისას გამოყენებულ იქნა INSPIRE მეთოდოლოგია და არსებული რეკომენდაციები მიემართება როგორც სკოლას, ასევე მთლიანად სისტემას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)