en
ge

12 თებერვალს ლუკა სირაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

12 თებერვალს ლუკა სირაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 12 თებერვალს ლუკა სირაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

„2019 წლის 10-11 დეკემბერს, არასრულწლოვანი ლუკა სირაძე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური ზეწოლის, ჩვენების მიცემის იძულების ფონზე გამოიკითხა, რაც ტრაგიკული შედეგით დასრულდა. საია პირველივე დღიდან ჩართულია ლუკა სირაძის საქმეში და იცავს გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს. არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილებაში დარღვეული იყო ლუკა სირაძის უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესები. საია განაგრძობს საგამოძიებო ორგანოსთან აქტიურ კომუნიკაციას სხვა პოლიციელების სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობის გამოკვეთის მიზნით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023