თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში - ევროპული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
„25 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქმეზე ბრზეზინსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Brzeziński v. Poland). საქმე შეეხებოდა პოლონეთის საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც სასამართლოს უფლებას აძლევს 24 საათის განმავლობაში შეამოწმოს ინფორმაციის უტყუარობა და შეზღუდოს მისი გავრცელება. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ამ ნორმის საფუძველზე ბრზეზინსკის მიმართ მიღებული ზომები არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ზოგადად გამოხატვის თავისუფლების და განსაკუთრებით პოლიტიკური გამოხატვის მაღალი სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)