თბილისი. 10 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკანორ მელიას საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
"სარჩელით მოთხოვნილია პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ნიკანორ მელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე 12 დეკემბერს მას შეუწყდა საპარლამენტო უფლებამოსილება“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)