თბილისი. საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.
„სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას ეკისრებოდათ სათანადო ზომების მიღების ვალდებულება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქალს გარდაცვალებამდე სათანადო ორგანოებისთვის 16-ჯერ ჰქონდა დახმარებისთვის მიმართული და სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე. სახელმწიფო ორგანოებს გარდაცვლილის დედის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)