თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით „საქართველოს ეროვნულ არქივს“ (ეროვნული არქივი) კიდევ ერთხელ დაევალა იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელსაც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2018 წლის 29 ივნისიდან ითხოვს.
"კერძოდ, IDFI-ის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რამდენ განმცხადებელს ეთქვა უარი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვებაზე და რა საფუძვლით. თავდაპირველად ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ეროვნულ არქივს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა. ეროვნულმა არქივმა არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა წარუმატებლად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)