თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, სასამართლომ სრულად გაამართლა.
„ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ უფრო ფართო თვალსაზრისით. სხვაგვარ გადაწყვეტილებას, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა მარნეულში კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის. რაშან ზიადალიევის ინტერესებს სასამართლოში GDI წარმოადგენდა. აღნიშნულ საქმეზე ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ სამართალწარმოებას, მათ შორის, მივმართავთ საქართველოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს პოლიციელთა მხრიდან რაშან ზიადალიევის მიმართ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების კანონიერების საკითხი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)