თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, შშმ მშობელთა ორგანიზაციები და დამოუკიდებელი აქტივისტები ეხმაურებიან „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს.
„ამ ტიპის კანონპროექტის შემუშავებას მიზნად უნდა დაესახა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია და რელევანტური საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა. ამის მიუხედავად, რამდენიმე პოზიტიური ცვლილების გარდა, კანონპროექტი ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება კონვენციას და აუარესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობის დაცვის სტანდარტებს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)