თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ახალი ტყის კოდექსის მიღებასა და სხვა ნორმატიულ აქტებში დადგეგმილ საკნონმდებლო ცვლილებას, რომელიც ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის რესურსის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს და ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს, სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის და წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის ლოიალობის მოპოვების შინაარსი უფრო აქვს.
„მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას სავარაუდოდ წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს და რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებს აჩენს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)