en
ge

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

„აჭარის ტელევიზიის დირექტორის ბოლო პერიოდის განცხადებები, დაგეგმილი საკადრო ცვლილებები თუ თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება წამოადგენს მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლასა და შევიწროებას. ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას, რომ მთელი ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იბრძვიან. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ მათი უფლებები და აღმოვუჩინოთ სამართლებრივი დახმარება“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე. 

სრულად...

წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)