თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: როგორ ასრულებს საქართველო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
„დღემდე ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ 129 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და განჩინება გადაეგზავნა მინისტრთა კომიტეტს ზედამხედველობის განსახორციელებლად. ბოლო 14 წლის განმავლობაში მინისტრთა კომიტეტმა 129 საქმიდან 81 საქმეზე დახურა ზედამხედველობა, რადგან აღსრულებულად ჩათვალა. ხოლო 48 საქმეზე მინისტრთა კომიტეტში აღსრულების პროცესი გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს მიერ დღემდე აღსასრულებელია სასამართლოს მიერ 48 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)