en
ge

ბათუმის მეჩეთის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება

ბათუმის მეჩეთის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 18 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდომა ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე.

„შეგახსენებთ, რომ სასამართლოში მიმდინარე დავა შეეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე დისკრიმინაციული უარის კანონიერებას. ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერადი, უშედეგო დაპირების შემდეგ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ 2016 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა და მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)