თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ კვლავ შეაჩერეს შპს „ჯორჯიან მანგანეზის” მაღაროს ფუნქციონირება.
„ისინი კომპანიის საქმიანობის შედეგად მათი სახლებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. EMC მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებების დაცვა. ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ვრცელ შეფასებას მოგვიანებით გავავრცელებთ”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)