თბილისი. 18 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნენსკრა ჰესის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.
„სასამართლოში მოსახლეობის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და მწვანე ალტერნატივა წარმოადგენენ. სარჩელი შეეხება ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს“, ნათქვამია EMC-ის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)