თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ბავშვთა ინტერესების სათანადო წარმომადგენლობა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი.
„მომჩივანი ეროვნულ დონეზე ითხოვდა, რომ სასამართლოს გაეთვალისწინებინა მისი არასრულწლოვანი დისშვილების სურვილი და მათ საცხოვრებელ ადგილად დეიდის საცხოვრებელი განესაზღვრა. სასამართლო ეტაპზე სოციალური მუშაკები ბავშვების წარმომადგენლად ჩაერთნენ. საბოლოო გადაწყვეტილებით ეროვნულმა სასამართლოებმა ბავშვები მამას მიაკუთვნეს. თუმცა, სასამართლოებმა და სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ არ გაითვალისწინეს ბავშვების საუკეთესო ინტერესები და მათი სურვილი ეცხოვრათ დეიდასთან“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)