თბილისი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს საინფორმაციო ფაქტებს პლასტმასის შესახებ.
„ადამიანები ყოველდღიურად ვიყენებთ პლასტმასის ნივთებს, რომლებიც ხშირად ერთჯერადი მოხმარებისაა და სწრაფად გარდაიქმნება ნარჩენად UNEP-ის მონაცემებით, 1950 წლიდან დღემდე წარმოებული პლასტმასის რაოდენობამ 8.3 მილიარდი ტონა შეადგინა. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი გადამუშავდა, 79% ნაგავსაყრელზე და გარემოში მოხვდა. ყოველწლიურამდ ოკეანეში 8 მილიონ ტონამდე პლასტმასის ნარჩენი ხვდება. პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებისთვის აუცილებელია მათი დახარისხება. 7 სახის პლასტმასის ნარჩენის დასახარისხებლად არსებობს შესაბამისი ეტიკეტები”, ნათქვამია ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)