იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა დისკუსიას თემაზე: „დემოკრატიული არჩევნები და არჩევის პრაქტიკა საქართველოში”, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდები გაცნობოდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ქვეყნის განვითარებისათვის და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.
„დისკუსიის მუშაობას ორგანიზაცია „გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენელი ლელა მოწონელიძე უძღვებოდა. ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)