თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას - „არქივების შეფასება პოსტ საბჭოთა სივრცეში: საქართველოს გამოცდილება“. მასალა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას მიმოიხილავს.
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) იდეის განხორციელების დასაწყისიდანვე, 2011 წლიდან 20-მდე ქვეყანამ საკუთარ სამოქმედო გეგმაში ჩადო ვალდებულება, რომ განეხორციელებინა პოზიტიური ცვლილებები არქივებში. ვალდებულებები მოიცავდა მოქალაქეების შეუფერხებელ წვდომას საჯარო ინფორმაციასა და საარქივო დოკუმენტებზე, საარქივო კანონების მიღებასა და შეცვლას, საარქივო მასალების დეკლასიფიკაციას (საიდუმლო და დახურული სტატუსის მოხსნას) და დოკუმენტების გაციფრულებას, რათა ისინი ონლაინაც გამხდარიყო ხელმისაწვდომი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)