en
ge

უპირობო პრივატიზაცია

უპირობო პრივატიზაცია

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ბლოგს - „უპირობო პრივატიზაცია“, რომელიც, საქართველოს მტავრობის პროექტის, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამართულ აუქციონს ეხება. 

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 117 ქონებიდან მხოლოდ 20 გაიყიდა და აქედან 17 – უპირობო წესით. პირობით გაყიდული სამი ობიექტიდან, ორი მათგანი დატვირთულია ვალდებულებით სასტუმროს აშენებასა და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით (დაბა მესტიაში – ე.წ. მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია და კურორტ ბახმაროში – მიწის ნაკვეთი), თუმცა, აქედან მხოლოდ ერთი შეიცავს მოთხოვნას სავალდებულო წესით დასაქმების შესახებ (კურორტი ბახმარო). დარჩენილი ერთი ობიექტის პირობა შეეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმებას და არა – რაიმე დამატებით ღონისძიებას (ქ.ქუთაისში – 1881 წელს აშენებული ე.წ. „ქუთაისელის სახლი“)“, - ვკითხულობთ ბლოგში. 

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)