en
ge

არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის საქმე კვლავ გამოუძიებელია

არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის საქმე კვლავ გამოუძიებელია

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის საქმე კვლავ გამოუძიებელია.

„ნიკოლოზ გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. დაკავების დროს და შემდეგ გოგუაძე სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო მრავალი სახის დაზიანება, რომელიც მას დაკავებამდე არ ჰქონდა. გოგუაძის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება იყო არაეფექტიანი და გამოძიების პროცესში დაშვებული იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები. გოგუაძის საქმე „ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებში“ შედის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი, დროული და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება, ჩადენილი ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება და მსხვერპლის სათანადო ჩართულობა გამოძიების მიმდინარეობისას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)