თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ცვლილებები მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობის რეგულირებაში.
„23 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისო საბჭოს დებულება. დებულებაში ახლებურად არის ჩამოყალიბებული საბჭოს დაკომპლექტებისა და საქმიანობის რიგი საკითხები. მათ შორის გათვალისწინებულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებზეც IDFI გასულ წლებში მიუთითებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავაც რჩება გამოწვევები ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის საბჭოს სამუშაო ჯგუფთა დაკომპლექტება, საბჭოსა და სამუშაო ჯგუფთა საქმიანობის გამჭვირვალობა, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში ბიზნეს სექტორის ჩართულობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)