თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ორგანიზაციები შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან.
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს „ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. 23 თებერვალს მაღაროს ბლოკირება დაიწყო სოფელ ითხვისშიც, სადაც ადგილობრივები, შუქრუთელების მსგავსად, თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურენო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. შექმნილ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს შუქრუთსა და ითხვისში არსებული კრიზისული ვითარება, იტვირთოს აქტიური როლი და აღმოფხვრას ის სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი რჩება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)