თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ უმასპინძლა შეხვედრას, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სასამართლოს საქმიანობა გააცნეს.
ICC ოთხ წელზე მეტია იძიებს 2008 წელს ცხინვალის რეგიონში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და სამხედრო დანაშაულებს. საქართველო, როგორც რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც ICC ჩამოყალიბდა, ვალდებულია, რომ სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან. იგივე ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, ვინაიდან ის რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის.
წყარო: https://article42.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)