თბილისი. საია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეცვლის საფრთხის წინაშე დგას.
„2020 წლის 19 თებერვალს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგს, რომლის თანახმადაც გაუქმდა სამსახურების უფროსების მოადგილეების შტატები“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში, - „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საშტატო განრიგის შეცვლა, ამყარებს ეჭვებს, რომ ხორციელდება კონკრეტული პირების საინფორმაციო პოლიტიკისგან ჩამოშორება, ახალი თანამშრომლების მიღება და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა”.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)