თბილისი. 2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების მცდელობის ფაქტის შესახებ.
„ამ შემთხვევამ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის და მისი წარმომადგენლების ადგილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება არაა თავისუფალი სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, რაც მათი ეფექტური ფუნქციონირების არსებითი დამაბრკოლებელი გარემოებაა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)