თბილისი. კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მსმენელებმა, მესამე მოდული ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ (ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში, კერძო და არასამთავრობო სექტორებში) წარმატებით დაასრულეს.
„ანტიკორუფციული პოლიტიკის სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების პროცესს და მისი დანერგვის მეთოდოლოგიას, რაც საჯარო და კერძო სფეროებში კორუფციის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საშუალებაა“, ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)