თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანა კვინტრაძის ანალიტიკურ სტატიას: სოციალური დახმარებები VS არჩევნები.
„სტატია დაიწერა კონკურსისთვის „ჟურნალისტები დემოკრატიული მმართველობისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. როგორც მონაცემებიდან ჩანს რაოდენობრივად ყველაზე მეტი პირი საარსებო შემწეობას თბილისში იღებს, თუმცა ყველაზე ღარიბ რეგიონად შეგვიძლია რაჭა ლეჩხუმი დავასახელოთ, სადაც მოსახლეობის 30%-ზე მეტი ცხოვრობს საარსებო შემწეობაზე და ეს მონაცემი სამჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს და ასევე თითოეული რეგიონის მაჩვენებელსაც. გამოდის, რომ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყოველი მესამე ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღები პირია“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)