en
ge

პარლამენტმა შვებულების მიცემაზე თანამშრომელს უარი დაუსაბუთებლად უთხრა და სამსახურიდან გაათავისუფლა

პარლამენტმა შვებულების მიცემაზე თანამშრომელს უარი დაუსაბუთებლად უთხრა და სამსახურიდან გაათავისუფლა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, პარლამენტმა შვებულების მიცემაზე თანამშრომელს უარი დაუსაბუთებლად უთხრა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

"26 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის მაისში თანამშრომელს დაუსაბუთებლად უთხრა უარი შვებულების გამოყენებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლა. შვებულებით უფლებით სარგებლობაზე უარის თქმის და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საიას დახმარებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და მიიჩნია, რომ პარლამენტის არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დროისათვის კანონიერ ძალაში არ არის შესული და საქართველოს პარლამენტს რჩება უზენაეს სასამართლოში დავის გაგრძელების შესაძლებლობა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)